One Direction
| One Direction | |
|---|---|
|
ჯგუფი 2015 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
| ჟანრ(ებ)ი | პოპი |
| აქტიური | 2010–2016 |
| ლეიბლ(ებ)ი | |
| წევრები | |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
| გიტარა | |
| საიტი | onedirectionmusic.com |
| One Direction ვიკისაწყობში | |
One Direction — ინგლისურ-ირლანდიური ბოიბენდი. მასში შედიან ვოკალისტები ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი. ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა შოუს The X Factor ბრიტანული ვერსიის დახმარებით.
One Direction-ის პირველი ალბომი Up All Night ჩაიწერა 2011 წელს და გამოიცა ლეიბლზე Syco Records, რომელიც საიმონ ქოველმა დააარსა 2002 წელს. ამ ალბომში შედიოდა კელი კლარკსონის დაწერილი სიმღერა „Tell Me a Lie“ და ედ შირანის „Moments“. ჯგუფმა „What Makes You Beautiful“ პირველად ცოცხლად შეასრულა გადაცემა Red or Black?-ში 2011 წლის 10 სექტემბერს. ტურნე Up All Night Tour დაიწყო 2011 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2012 წლის მაისში. ჯგუფის რიგით მეორე ალბომი Take Me Home გამოვიდა 2012 წლის 9 ნოემბერს. ალბომის I სინგლი იყო „Live While We're Young“, რომლის ვიდეო-კლიპი ამავე წლის 28 სექტემბერს გამოვიდა. ისინი ამჟამად თანამშრომლობენ Columbia Records-თან. One Direction აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაში და კომერციული მხარდაჭერა აქვს Pokémon, Nokia, HarperCollins და Hasbro-სგან.
ჯგუფის წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაილ ჰორანი — გიტარა, ვოკალი (2010–2016)
- ლიამ პეინი — ვოკალი (2010–2016)
- ჰარი სტაილზი — ვოკალი (2010–2016)
- ლუი ტომლინსონი — ვოკალი (2010–2016)
- ზეინ მალიკი – ვოკალი (2010–2015)
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Up All Night (2011)
- Take Me Home (2012)
- Midnight Memories (2013)
- Four (2014)
- Made in the A.M.(2015)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „One Direction“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- One Direction Twitter-ზე
- One Direction Facebook-ზე
| |||||||||||||||||||||||