შინაარსზე გადასვლა

Space Invaders

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Space Invaders

„Space Invaders“-ის სარეკლამო ფლაერი.
დეველოპერ(ებ)ი Taito
გამომცემელი
სერია Space Invaders
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
19 აპრილი, 1978
ჟანრ(ებ)ი ფიქსირებული შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი ტომოჰირო ნიშიკადო
კომპოზიტორი მიჩიიუკი კამეი
არკადული სისტემა არკადული სისტემა და sound chip
საიტი

Space Invaders1978 წლის Shoot 'em up ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Taito-მ არკადული აპარატებისთვის. თავდაპირველად 1978 წლის აპრილში იაპონიაში გამოვიდა, ხოლო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წელს ამერიკულმა კომპანია Midway Manufacturing-მა გამოსცა.

„Space Invaders“ იყო პირველი ვიდეო თამაში უსასრულო გეიმპლეით და პირველი ფიქსირებული შუტერი, რომელმაც ჟანრის სტანდარტი დაამკვიდრა. მოთამაშის ამოცანაა, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მოძრავი ლაზერული ქვემეხით ზემოდან მომავალი უცხოპლანეტელთა ტალღის განადგურება და ამით რაც შეიძლება მეტი ქულის მოგროვება.

თამაშის დიზაინერის ტომოჰირო ნიშიკადოს შთაგონების წყაროდ იქცა ისეთი თამაშები, როგორიცაა „Gun Fight“ და „Breakout“, ელექტრომექანიკური მიზანში სროლის თამაშები, აგრეთვე სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებები, მაგალითად, რომანი „სამყაროთა ომი“, ანიმე „Space Battleship Yamato“ და ფილმი „ვარსკვლავური ომები“. შემუშავების დასასრულებლად მას მოუწია სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შექმნა, რათა გამოეყენებინა მიკროპროცესორის ტექნოლოგიის ფუნქციები, რომელიც იმ დროისთვის სიახლე იყო მისთვის.

გამოშვებისთანავე, „Space Invaders“-მა სწრაფად მოიპოვა წარმატება მთელ მსოფლიოში. 1982 წლისთვის თამაშის მთლიანმა შემოსავალმა 3.8 მილიარდ აშშ დოლარს (10 მილიარდი დოლარი 2024 წლის კურსით) მიაღწია, წმინდა მოგებამ კი 450 მილიონ დოლარს (1.2 მილიარდი დოლარი 2024 წლის კურსით), რითაც იმ ეპოქის ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშად და ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე გასართობ პროდუქტად იქცა, ისევე როგორც ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ვიდეო თამაშად.

„Space Invaders“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად, რამაც საფუძველი ჩაუყარა არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანას. იგი იქცა უამრავი მომავალი თამაშების დიზაინერის შთაგონების წყაროდ. თამაში პორტირებული და ხელახლა გამოშვებული იქნა სხვადასხვა ფორმით, მათ შორისა Atari 2600-ის 1980 წლის ვერსია, რომელმაც Atari 2600 კონსოლის გაყიდვები ოთხჯერ გაზარდა და გახდა პირველი „მკვლელი აპლიკაცია“ ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის. პიქსელური უცხოპლანეტელი პოპ კულტურის ხატად იქცა, რომელიც ხშირად მთელი ვიდეო თამაშების ინდუსტრიის სიმბოლოდ ითვლება. თამაშს მოჰყვა ათობით გაგრძელება და რიმეიკი, გახდა მრავალი ხელოვნების ნიმუშისა და მუსიკის ინსპირაცია, მისი სიუჟეტი/იმიჯი პაროდიების საგნად იქცა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cohen, Daniel (1982). „The Sons and Daughters of King Pong“, Video Games. New York, New York, United States: Pocket Books, გვ. 15–17. ISBN 0-671-45872-8. 
  2. Campbell, Stuart (September 2007). „The Definitive Space Invaders“. Retro Gamer. Bournemouth, Dorset, United Kingdom: Imagine Publishing (41): 24–33. ISSN 1742-3155.
  3. [セガハード大百科 SC/SG対応ソフトウェア]. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2011.
  4. Space Invaders for WS. ციტირების თარიღი: September 3, 2008
  5. Block, Gerry. (September 26, 2006) VG Pocket Caplet Review. ციტირების თარიღი: September 7, 2008
  6. NTTドコモ「FOMAR 904i」向けに新コンテンツ提供!! ja. Taito. ციტირების თარიღი: June 29, 2009
  7. Crecente, Brian. (August 30, 2012) Space Invaders Infinity Gene Micro-Review: Evolve or Die. ციტირების თარიღი: June 25, 2015
  8. Akagi, Masumi (October 13, 2006). アーケードTVゲームリスト国内•海外編(1971–2005) (ja). Japan: Amusement News Agency, გვ. 124. ISBN 978-4990251215. 
  9. Staff (October 25, 1980). „Chicago Chatter: Happy Birthday "Space Invaders.". Cash Box. New York, New York, United States: Cash Box Publishing Co. 42 (24): 47. ISSN 0008-7289.
  10. Space Invaders. United States Copyright Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2024.
  11. Atari 5200 game release dates.
  12. „All Famicom games sorted from the latest release to the earliest“. Famitsu. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 15, 2023.
  13. „Home Video Games - 専用ゲームカートリッジ“. Game Machine (იაპონური). Amusement Press, Inc. (239): 15–16. 15 July 1985.
  14. Wonder Swan Software List 1999 ja.
  15. Space Invaders and Cooking Mama Coming to iPhone (February 27, 2009).